სენატორი რიში: "ახლა, როდესაც მელია თავისუფალია, ველი, რომ ყველა პარტია შევა პარლამენტში"
12/05/2021 06:33:59 პოლიტიკა
აშშ–ის სენატის საგარეო კომიტეტის წევრი ჯიმ რიში პარტიებს, რომელთაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, ხელმოწერისკენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
"გამიხარდა იმის დანახვა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდა. მისი გათავისუფლებით აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა შესრულდა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში 18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას. ახლა როდესაც ბატონი ნიკა მელია თავისუფალია, ველოდები რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ - შეთანხმებას ხელს მოაწერენ, პარლამენტში თავიან ადგილებს დაიკავებენ და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ეს უსიამოვნო თავი დახურონ", – აცხადებს რიში.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმებაზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია "ნაციონალურ მოძრაობას", ევროპულ საქართველოსა" და "ლეიბორისტულ პარტიას".


