სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად ტოვებს
12/05/2021 10:33:24 პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად ტოვებს.
მისი თქმით, პარტიას შესაბამისი განცხადებით დღეს მიმართავს.
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორი ნაბიჯები გადადგას. 2016 წელსაც აზრთა სხვადასხვაობა იყო პარტიაში და შემდეგ, როდესაც პარტიას „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ საპარლამენტო საქმიანობა იყო. დღეს ოფიციალურად მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას დავტოვებ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის: სალომე სამადაშვილმა ევროპული შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. აღნიშნულის გამო იგი ოპოზიციის რიგმა ლიდერებმა, მათ შორის, თანაპარტიელებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დატოვებდა.


