13-05-2021 00:35:30 საზოგადოება
დღეიდან საქართველოში რიგი შეზღუდვები იხსნება.
კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. ასევე სკოლებსა და ბაღებში სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი აღდგება.
ქვეყანაში კვლავ მოქმედებს "კომენდანტის საათი". მოქალაქეებს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ეკრძალებათ.