კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში ფიქსირდება

14-05-2021 11:14:24 საზოგადოება

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქზე მოდის. კერძოდ, ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა,
  • აჭარა – 117,
  • იმერეთი – 168,
  • ქვემო ქართლი – 54,
  • შიდა ქართლი – 41,
  • გურია – 39,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73,
  • კახეთი – 42,
  • მცხეთა-მთიანეთი – 19,
  • სამცხე-ჯავახეთი – 16,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074 საიდანაც:

  • 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი,
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი,
  • 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,
  • 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ოფიციალური მონაცემებით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი.

კორონავირუსის წინააღმდეგ სულ აცრილია - 81 076 პირი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები