საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

18-05-2021 15:32:20 საზოგადოება

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, „სინოვაკის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ-ჯერობით არ მიუღია. თუმცა როგორც გაბუნიამ გუშინ აღნიშნა, ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, სანამ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმო-ს ექსპერტების სატრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში „სინოვაკის“ ვაქცინის ორი დოზა ეფექტურად ახდენს „კოვიდ-19“-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

ამავე დროს, მტკიცებულებებზე დაყრდნობით ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებშიც ეფექტიანია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები