"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის

18-05-2021 15:36:04 პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა. თუმცა პარტიას ასათვისებელი აქვს ორი მანდატი - სავარაუდოდ, ერთს გამოიყენებს ტარიელ ნაკაიძე და ამ შემთხვევაში ის "ევროპულ საქართველოს" დატოვებს, ხოლო მეორე მანდატი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელმაც "ევროპული საქართველო" უკვე დატოვა და პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები