ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის

18-05-2021 15:50:31 პოლიტიკა

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში პარტიის სახელით წარმოდგენილი არ იქნება.

ტარიელ ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი იყო.

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები