Accentnews.ge
დოლიძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

დოლიძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

28/05/2021 13:36:16 პოლიტიკა

პარტია „ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

მან პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სახელზე პარლამენტს შესაბამისი განცხადებით მიმართა.

„მივმართავ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით. საზოგადოებაში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა”, - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე თვლის, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების და საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, სწორი გამოსავალი შეიძლება იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე დაყრდნობით და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 61-ე მუხლის „დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლებით“, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა:

„უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს შესაბამისი რეაგირების მიზნით და ამით ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს”.

დღესვე „ლელოს“ წევრებმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში დაიბარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S