"20 ივნისს მარტო გარეთ კი არ იყო შტურმი, აქ ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით"
09/06/2021 15:33:19 პოლიტიკა
"ხომ არ დაგავიწყდათ, რომ 20 ივნისს მარტო გარეთ კი არ იყო შტურმი და პოლიციელების ორსაათიანი დედის გინება, თავში ფარების ჩარტყმა და პოლიციელების, ცოცხალი ადამიანების მოპარვა, აქ, წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მდინარაძის თქმით, იგი ენმ–ის მხარდამჭერი არასოდეს ყოფილა.
„უმრავლესობის წევრებს, მათ შორის მე, ვერაფერი რომ ვერ უპოვნეთ, ამბობთ ეს ჩვენიანი იყოო. ნაცების მხარდამჭერი იყოო და ამით აშავებთ. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი, მათ შორის, 2003 წელს. ეს დაიმახსოვრეთ კარგად. მსგავსი არ მიკადრებია, ჩემი თავისთვის. ტყუილი, რომ თქვენი საფირმო ნიშანია გასაგებია და ტყუილზე აგებულ ნარატივს, რომ სთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას ესეც გასაგებია, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით, თქვენ, ხალხო ხომ არ დაგავიწყდათ, რომ გარეთ კი არ იყო მარტო შტურმი და ორ საათიანი დედის გინება პოლიციელების და თავში ჩარტყმები ფარების და პოლიციელების, ცოცხალი ადამიანების მოპარვები. აქ, ამ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


