Accentnews.ge
"დავაკვირდებით 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, რომელსაც ალიანსში სამომავლო ინტეგრაციისთვის საქართველოს მზადების ნაწილად განვიხილავთ"

"დავაკვირდებით 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, რომელსაც ალიანსში სამომავლო ინტეგრაციისთვის საქართველოს მზადების ნაწილად განვიხილავთ"

10/06/2021 16:23:36 პოლიტიკა

NATO საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების განხორციელების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO–ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „აქცენტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ნამდვილად კარგი ამბავია როგორც ქართველებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის – ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც სურს, იხილოს წარმატებული საქართველო. ამასთან, ვაფასებ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაჰხმარებოდნენ. ახლა კი ყურადღება მის განხორციელებაზე უნდა გამახვილდეს. საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა გზით აჩვენა, რომ ერთგულია მისი შესრულების ვალდებულების. NATO–ს კონტექსტში მას შეთანხმების ძირითადი მიზნები ქვეყნის "2021 წლის ეროვნული პროგრამის" მიზნებთან აქვს ინტეგრირებული. ჩვენის მხრივ, დავაკვირდებით შეთანხმების შესრულებას, რომელსაც ალიანსში სამომავლო ინტეგრაციისთვის საქართველოს მზადების ნაწილად განვიხილავთ", – განაცხადა აპატურაიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S