მაკფოლი: "2011 წელს ბაიდენმა პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააკრიტიკა. ვიმედოვნებ, იგივეს გააკეთებს მომავალ კვირაშიც"

11-06-2021 20:29:15 პოლიტიკა

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას კვლავ გააკრიტიკებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.

"პუტინთან ბოლო შეხვედრაზე – 2011 წელს ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ვიმედოვნებ, იგივეს გააკეთებს მომავალ კვირაშიც. როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან არამხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (და მათ არც მოლდოვაში მიესალმებიან)" - წერს მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: პუტინ–ბაიდენის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები