ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რაში დაიხარჯა STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა

11-06-2021 20:27:55 პოლიტიკა

STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა ბავშვებისთვის 200–ლარიან დახმარებებზე მიიმართა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, 18 წლამდე მოზარდების ერთჯერად 200–ლარიან დახმარებაზე 187 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 123 მილიონი ლარი STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა იყო.

"18 წლამდე მოზარდების 200–ლარიანი დახმარება - სულ გაიცა 930 000 პირზე და დაიხარჯა 187 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს თანხა მოიცავს, ასევე, სრულად იმ თანხას, რომელიც მობილიზებული იყო STOP-CoV ფონდში, რომელზეც არაერთხელ დაისვა შეკითხვა, ანუ ამ ფონდში მობილიზებული თანხა 123 მილიონი ლარი განიკარგა სწორედ ბავშვების დახმარებისთვის, რომლებზეც ერთჯერადად გაიცა 200 ლარი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები