წალენჯიხაში შუახნის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ფუტკარმა უკბინა

11-06-2021 22:34:12 საზოგადოება

წალენჯიხაში შუახნის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ფუტკარმა უკბინა. ინფორმაციას "რადიო ათინათი" ავრცელებს.

მისი ცნობით, მომხდარს მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანიაც ადასტურებს.

როგორც ფარცვანია აცხადებს, მამაკაცი მეზობლის სახლში საქმიანობდა, რა დროსაც მას მწერმა უკბინა.

"სახლში შესულა, სანამ ოჯახის წევრები პრეპარატს ეძებდნენ რომ გაეკეთებინათ მისთვის, გარდაცვლილა. სასწრაფოც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ", -აცხადებს ფარცვანია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები