თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

12-06-2021 11:02:42 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 794 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 498 პირი გამოჯანმრთელდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 40 667 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 242, „პისიარ“ ტესტით – 16 425.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,64, ბოლო შვიდი დღის – 2,32 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა,
  • აჭარა - 56,
  • იმერეთი - 82,
  • ქვემო ქართლი - 43,
  • შიდა ქართლი - 47,
  • გურია - 2,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48,
  • კახეთი - 42,
  • მცხეთა-მთიანეთი - 13,
  • სამცხე-ჯავახეთი - 6,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065 საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 774, აჭარაში - 282, იმერეთში - 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი, მათ შორის, თბილისში - 303, აჭარაში - 76, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 14, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 - თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 843 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 768, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 054.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338 318 პირი გამოჯანმრთელდა, 5 034 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 202 314 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 283.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები