"დღევანდელ შეხვედრაზე რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანისა და ჰესის სამუშაო პროცესის შეჩერების საკითხს დავაყენებთ"

12-06-2021 10:20:52 საზოგადოება

„რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა.

"ნამახვანჰესის" ჰესის მოწინააღმდეგეები იმედს გამოთქვამენ რომ ევროკავშირის მედიაციის შემდეგ, გუმათში რკინის ბარიკადებს მოხსნიან და ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოებიც შეჩერდება.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და “რიონის ხეობის მცველები”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები