13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

13-06-2021 11:08:28 საზოგადოება

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები