თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

13-06-2021 11:43:35 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 522 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 1074 პირი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 21 922 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 016, „პისიარ“ ტესტით – 10 906.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,29 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა,
  • აჭარა - 45,
  • იმერეთი - 44,
  • ქვემო ქართლი - 34,
  • შიდა ქართლი - 25,
  • გურია - 4,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36,
  • კახეთი - 32,
  • მცხეთა-მთიანეთი - 16,
  • სამცხე-ჯავახეთი - 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 499 საიდანაც: 3 155 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 771, აჭარაში - 284, იმერეთში - 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 845 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 198 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 377, პირი, აჭარაში - 1 621, იმერეთში - 1 054.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 339 392 პირი გამოჯანმრთელდა, 5 048 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 206 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 425.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები