Accentnews.ge
"საქართველოში ვიმყოფები!" - რუსეთიდან გამოქცეული ბლოგერის განცხადება

"საქართველოში ვიმყოფები!" - რუსეთიდან გამოქცეული ბლოგერის განცხადება

14/06/2021 15:30:20 პოლიტიკა

ბლოგერმა და რადიოწამყვანმა მაიკლ ნაკიმ "შექმნილი პოლიტიკური ვითარების" გამო რუსეთი დატოვა. ცოტა ხნის წინ თავისი Youtube-არხის მეშვეობით მან აცნობა მსმენელებს, რომ საქართველოში იმყოფება.

ეს არჩევანი ნაკიმ რამდენიმე მიზეზით ახსნა: "საქართველოში უვიზოდ 365 დღით შესვლაა ნებადართული, ქვეყანაში დაბალი ფასებია და თან დიდად არც პუტინი უყვართ. გარდა ამისა, მყავს ქართველი მეუღლე - «ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ნინო როსებაშვილი. რუსეთში მანამ არ დავბრუნდები, სანამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები არ დაბრუნდება და ხელისუფლება არ შეწყვეტს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას» - აცხადებს ბლოგერი.

მისივე შეფასებით, ოპოზიციონერ ლიდერ ალექსეი ნავალნის დაკავება იქცა "შემობრუნების წერტილად ხელისუფლების ამჟამინდელი სტრატეგიისკენ, რომელიც საინფორმაციო და პოლიტიკური ველის სრულ გაწმენდაში გამოიხატება"».

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S