მეზვრიშვილი: "პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას „ოცნებასა“ და ოპოზიციას არ შეუქმნის"

15-06-2021 23:30:15 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ თუკი კოალიციის საკითხი დადგება დღის წესრიგში, დღევანდელი მდგომარეობით „საქართველოსთვის" კოალიციას არ შექმნის არც „ქართულ ოცნებასთან" და არც ოპოზიციასთან.

„ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არ იქნება, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, ყველამ კარგად ვიცით, ეს ყველაფერი რაზეა მიბმული, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კოალიციას, დღეს პარტიას „საქართველოსთვის“ არ სჭირდება არავისთან კოალიცია, თუ პირდაპირ გნებავთ ამ კითხვაზე პასუხი, ძალიან მარტივია: არა, არ შეუქმნის პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას „ქართულ ოცნებას“, არც ოპოზიციას. ხვალ რა იქნება ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი", -განაცხადა მეზვრიშვილმა.

19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება" ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები