
დეპუტატი - პრემიერს: "როდის გვექნება ისრაელივით დაცული ცა?"
25/06/2021 14:13:00 პოლიტიკა
პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი დაინტერესდა, როდის გვექნება ისრაელივით დაცული ცა. სესაბამისი კიტხვით მან პარლამენტში მყოფ პრემიერს და მინისტრთა კაბნეტის წევრებს მიმართა.
მისივე თქმით, თავდაცვის სისტემის აღჭურვა ერთიანი სისტემით უნდა მოხდეს, ასევე უნდა შეიქმნას ისრაელივით დაცული საჰაერო სივრცე, რომელიც “მტრის მფრინავ ობიექტებს არ გააჭაჭანებს”:
“ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მეტნაკლებად ინფორმირებული ვარ და ნამდვილად ამაზე ძლიერი საქართველოს ჯარი არ ყოფილა ტექნიკური თვალსაზრისითაც. მაგრამ ჩვენ შეიძლება შევიძინოთ საზენიტო საშუალებები, სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ა.შ. მაინც ყველაფერი უნდა წავიდეს იქითკენ რომ ეს უნდა იყოს ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, ველებს, ავტომატიკას, გამომთვლელ სისტემებს, რათა ერთ სისტემაში იყოს საქართველოს თავდაცვა, საქართველოს ცა. ჩემი კითხვა ისევ ის ტრადიციული იქნება: როდის გვექნება ისრაელივით დაცული ცა? როდესაც ვერ გაიჭაჭანებს მტრის მფრინავი ობიექტი და რაკეტების 90%-ის განადგურების საშუალება იქნება. კარგი იქნება თუკი ეს 2024 წლისთვის მოესწრება, მაგრამ თავდაცვის მინისტრისგან ამას მოვითხოვ ყველა ჩვენს შეხვედრაზე.”
დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როდის აღდგება კახეთში რიკიგზა:
“კახეთის რკინიგზამ რა დააშავა? დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში და დედაქალაქში არის ის რომ გლეხს და ქალაქის მაცხოვრებელს შორის გადამყიდველები დგანან, რომლებიც უზრუნველყოფენ მამასისხლად იმ პროდუქტებს, რომლებსაც კაპიკებში ყიდულობენ გლეხებისგან. ჩვენ ხომ ვიცით რომ კახეთია ბეღელი ძირითადად დედაქალაქის მომსახურების. სხვა კუთხეებს არ ვაკნინებ… ამ მატარებლის გახსნა იქნებოდა შველა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან არ მივიღებ პასუხს, რომ ეს ან ძვირი ჯდება ან მალე ვერ ამოვიღებთ [თანხას].”