
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
20/07/2021 06:57:53 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 616 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 880 პირი გამოჯანმრთელდა, 26 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 36 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 825, „პისიარ“ ტესტით – 13 550.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,19%, ბოლო 14 დღის – 4,77%, ბოლო შვიდი დღის – 5,24%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა,
- აჭარა - 205,
- იმერეთი - 191,
- ქვემო ქართლი - 117,
- შიდა ქართლი - 115,
- გურია - 24,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128,
- კახეთი - 152,
- მცხეთა-მთიანეთი - 61,
- სამცხე-ჯავახეთი - 45,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197 საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 667, აჭარაში - 279, იმერეთში - 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 855 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 45, იმერეთში -197. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 759 - თბილისში, 334- აჭარაში. 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 963 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 694, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 399.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 390 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 367 130 პირი გამოჯანმრთელდა, 5 592 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 368 179 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 073.