Accentnews.ge
ელისაშვილმა კოლეგა დეპუტატის პროტესტი სექსისტური განცხადებით შეაფასა

ელისაშვილმა კოლეგა დეპუტატის პროტესტი სექსისტური განცხადებით შეაფასა

21/07/2021 18:35:56 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ელისაშვილმა კოლეგა დეპუტატის – ენმ–ის წევრ ნონა მამულაშვილის მოქმედება სექსისტური განცხადებით შეაფასა. საუბარია 18 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე და დეპუტატის მიერ გამოყენებულ პროტესტის ფორმაზე.

„არც ის მომეწონა, მაგიდაზე შეხტომა. კარგით ახლა, პარლამენტის წევრი, რომ ხარ, ფეხზე, რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია და რა არის ეს?! მით უმეტეს, ქალი, რომ ხარ“, - განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მან არც "ქართული ოცნების" დეპუტატს შალვა პაპუაშვილს მოუწონა ქცევა, როდესაც პაპუაშვილმა ასევე ენმ–ის წევრი თინა ბოყუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან არ მიუშვა და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. გომელაური პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე სასაუბროდ იყო მისული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შემდეგად 55 პირი დაშავდა, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებზე ჯერ არ გასულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S