თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

22-07-2021 11:05:20 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისზე მოდის, თუმცა ეპიდვითარება უარესდება რეგიონებშიც:

  • თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა,
  • აჭარა – 238,
  • იმერეთი – 173,
  • ქვემო ქართლი – 119,
  • შიდა ქართლი – 123,
  • გურია – 43,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100,
  • კახეთი – 126,
  • მცხეთა-მთიანეთი -50,
  • სამცხე-ჯავახეთი – 29,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 656 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 704 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 952 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476 საიდანაც:

  • 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 687, აჭარაში – 339, იმერეთში – 569.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, თბილისში – 439, აჭარაში – 59, იმერეთში -193.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 6, იმერეთში – 9.
  • 1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 901 – თბილისში, 361- აჭარაში.
  • 14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

21 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.78%.

  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 10.
  • სულ 6 ოქტომბრიდან – 21 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 972 პირი.
  • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 057 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 219, პირი, აჭარაში – 2 141, იმერეთში – 1 514.
  • ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები