Accentnews.ge
კვლევა: საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ

კვლევა: საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ

22/07/2021 14:00:33 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ანგარიშის მიხედვით, რომელიც 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ქვეყანაში საერთო ჯამში აცრილთაგან 67% ქალია, 33% კი მამაკაცი. ანგარიში NCDC-მ დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშში ასევე მოცემულია აცრილთა ასაკობრივი ჯგუფების მონაცემები, რომლის თანახმადაც მინიმუმ ერთი დოზით და სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის სიხშირე განსხვავებულია. პროცენტულად ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70-74 ასაკობრივ ჯგუფშია, რომელსაც მოსდევს 65-69 და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფები.

ანგარიშის მიხედვით, 18-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა უმეტესობას სინოფარმის ვაქცინა აქვთ გაკეთებული, მას მოსდევს სინოვაკი, შემდეგ ასტრაზენეკა და ფაიზერი. 55-65 ასაკობრივ ჯგუფში ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინა აქვს ყველაზე მეტ ადამიანს გაკეთებული, შემდეგ სინოფარმი, სინოვაკი და ფაიზერი. 65-75+ ჯგუფებში კი ლიდერობს ასტრაზენეკა, რასაც მოსდევს ფაიზერი, შემდეგ სინოფარმი და სინოვაკი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, 15 ივლისისათვის სულ აცრილია 16 486 მუშაკი. მათ შორის ყველაზე მეტი ექიმი "ფაიზერით" არის აცრილი, რასაც მოსდევს "ასტრაზენეკა", შემდეგ "სინოფარმი" და "სინოვაკი".

კვლევა ვრცლად იხილეთ აქ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S