„ქვეყანაახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს: „ლოკდაუნი“, შეზღუდვები არ იქნება გამართლებული“

26-07-2021 11:24:26 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ენდონ მეცნიერებას და არა ყალბ ამბებს, რომელიც სხვადასხვა გზით ვრცელდება და აიცრან კოვიდის წინააღმდეგ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

„ბოლო დროს ბევრი საუბარია, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრფთხოა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები