ოლიმპიადაზე, ფინალში შავდათუაშვილის ჭიდაობისას საქართველოში პარლამენტის სხდომა შეწყდება

26-07-2021 13:45:08 საზოგადოება

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილის ფინალის დროს პარლამენტის სხდომა ხუთი წუთით შეწყდება.

აღნიშნული საკითხი პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დააყენა, რასაც დეპუტატები დაეთანხმნენ.

მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქართველ ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს ოლიმპიური ვერცხლი მიულოცა და ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა.

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს შეხვდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები