ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

26-07-2021 13:54:35 საზოგადოება

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობდნენ.

ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟიდან ცდილობდა ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. ქართველი პოლონელ იულია კოვალჩუკს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ხოლო შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლა იაპონელ იოშდასთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიო 2020-ის ძიუდოს ტურნირის ფინალშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები