„ლეშენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას უმღეროდა, საქართველოში ღარიბაშვილის ოჯახის წევრებთან ერთადაა“

26-07-2021 14:27:54 პოლიტიკა

რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" აფხაზურად უმღეროდა, საქართველოშია,– იუწყება ენმ–ის წევრი ხატია დეკანოიძე.

მისი ცნობით, პირი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი 2013 წელს აქვს დარღვეული, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

„ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. იგი იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წერებთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატთან ერთად.

ლეშენკო არის ადამიანი, რომელმაც 2013 წელს დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი: იმყოფებოდა სოხუმში ე.წ. დამოუკიდებლ;ობის წლისთავის აღსანიშნავად“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ თავად მსგავს ინფორმაციას არ ფლობს და კანონის დამრღვევი "აუცილებლად დაისჯება".

როგორც ირკვევა, რუსმა მომღერალმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა.

შსს–ში აცხადებენ, რომ საპასპორტო კონტროლის გავლისას სისტემაში არ დაფიქსირებულა, რომ მას ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები