ტოკიო 2020-ზე საქართველოს ანგარიშზე მეორე მედალია

26-07-2021 14:37:49 საზოგადოება

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სულ 10 წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ იაპონელის გამარჯვებით დასრულდა.

ეს გახლდათ საქართველოს დელეგაციის მეორე მედალი ტოკიო 2020-ზე.

ეს ლაშასთვის მესამე ოლიმპიური მედალია. შეგახსენებთ, რომ ლაშამ 2012 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა, 2016 წლის ოლიმპიადაზე – ბრინჯაო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები