„ქალბატონ ხატიას გავეცი პასუხი ქალბატონ თეასთან დაკავშირებით, მას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი პირდაპირ ეთერში გვარამიას გინებაზე“

26-07-2021 15:31:23 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მრავალი მცდელობის მიუხედავად ნაცმოძრაობის წევრისგან ხატია დეკანოიძისგან ვერ მიღო პასუხი, გმობდა თუ არა ის გვარამიას მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას.

„მე ქალბატონ ხატიას გავეცი პასუხი ქალბატონ თეასთან დაკავშირებით, მას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მათი ტელევიზიის ლიდერის გვარამიას გინებაზე პირდაპირ ეთერში. გუშინ საბჭოთა უნიფორმაში რომ გამოაწყო ჩვენი თანაგუნდელები, ლიდერები, ნამგალი და ურო რომ ახატია კადრებს, ამას გმობს თუ არა. ეს არის თუ არა მძიმე შეურაცხოფა, მაინტერესებს თუ მისთვის არ არის მძიმე შეურაცხოფა ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მიდასტურებთ ასევე რიტორიკულად, ქალბატონო ხატია, რომ ეს არის მძიმე შეურაცხოფა რა თქმა უნდა მიდასტურებთ, უკვე არა რიტორიკული კითხვაა. თუ თავს იკავებთ ესეც პასუხია, მივიღებ. არა დაიწყოთ საუბარი, მონოლოგზე არ ვსაუბრობთ აქ. მარტივად როგორც მე გიპასუხეთ, გთხოვთ ისე მიპასუხოთ. არის თუ არა ეს დასაგმობი საქციელი? გმობთ თუ არა ამ საქციელს, თუ არ დაგმობთ ერთ საათიანი მონოლოგის მოსმენას არ ვაპირებ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები