Accentnews.ge
ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლა ვერ შეძლო

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლა ვერ შეძლო

30/07/2021 06:13:28 საზოგადოება

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ორდღიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ სალუქვაძემ ჯამური 578 ქულა დააგროვა და 44 სპორტსმენს შორის 25-ე ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი წარმატებით დაასრულა და 291 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა. დღეს, 30 ივლისს, სწრაფ სროლაში შეჯიბრი გაიმართა, სადაც მან 287 ქულა დააგროვა, 25-ე ადგილი დაიკავა და 578 ჯამური ქულით ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, მეორე და მესამე სერიაში კი თავისი შედეგი გააუმჯობესა და 96-97 ქულა დააგროვა.

ლეგენდარული სპორტსმენისთვის ეს მე-9 ოლიმპიადა იყო, რაც ქალებში რეკორდია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S