Accentnews.ge
კიდევ ერთი ქართველი NBA-ში - მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელია

კიდევ ერთი ქართველი NBA-ში - მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელია

30/07/2021 06:40:22 საზოგადოება

დღეს NBA-ს 2021 წლის დრაფტი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იღებდა მონაწილეობას. 22 წლის კალათბურთელი მეორე რაუნდის 24-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია და „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.

სანდრო მე-7 ქართველია ისტორიაში, რომელიც NBA-ს დრაფტებზე დღემდე აურჩევიათ. შეგახსენებთ, რომ აქამდე კალათბურთის უმაღლეს ლიგაში ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძეს უთამაშიათ, ხოლო ვიქტორ სანიკიძე „სან ანტონიომ“ აიყვანა, თუმცა NBA-ში გამოსვლის საშუალება არ მისცემია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S