Accentnews.ge
ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

10/08/2021 09:07:24 პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

სამინისტროს ცნობით, დანელია უხელმძღვანელებს ისეთი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, როგორიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოა.

ოთარ დანელიას სხვადასხვა წლებში წამყვანი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. ამასთან, იგი იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ოთარ დანელიას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S