Accentnews.ge
“ოცნების” შტაბებში აცრის მსურველებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან"

“ოცნების” შტაბებში აცრის მსურველებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან"

10/08/2021 11:57:34 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებში აცრის მსურველ ადამიანებს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარებიან. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები:

"პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები, ცენტრალურ საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებული და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S