Accentnews.ge
"შეუძლებელია, ვიფიქროთ, რომ არჩევნებზე 43%-ზე დაბალი მივიღოთ"

"შეუძლებელია, ვიფიქროთ, რომ არჩევნებზე 43%-ზე დაბალი მივიღოთ"

10/08/2021 10:55:03 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე თვითმართველობის არჩევნებში "დამაჯერებელ გამარჯვებაში" დარწმუნებულია და აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება რომც არ მომხდარიყო, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი გამორიცხული იქნებოდა.

"რიგგარეშე არჩევნები გამორცხული იყო იმ შემთხვავაშიც, თუ შარლ მიშელის შეთანმხება ანულირებული არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ 43%-ზე დაბალი შეიძლება მივიღოთ და ამ შემთხვევაში მითუმეტეს გამორიცხულია, როცა არაფერ შუაში არ არის თვითმარველობის არჩევნები იმ არჩევნებთან რომელიც თქვენთვის შეიძლება ძალიან სასურველი იყოს, მაგრამ თვითმართველობის არჩევნები არ არის მსაზღვრელი საპარლამენტო არჩევნებისა", -განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S