Accentnews.ge
ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დამატებით 35 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დამატებით 35 მლნ ევროს გამოყოფს

10/08/2021 13:46:03 პოლიტიკა

ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დამატებით 35 მლნ ევროს გამოყოფს.

როგორც ევროკომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული თანხა დაემატება თებერვალში გამოყოფილ 40 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესება იყო.

„ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“,- განაცხადა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S