მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ფეისბუქში" პირადი გვერდი გაუტეხეს
10/08/2021 17:35:52 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "ფეისბუქში" პირადი გვერდი გაუტეხეს.
"სუს-მა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი ფეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით. ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე..." - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


