Accentnews.ge
"იმედის" დაკვეთით ჩატარებული GORBI-ს კვლევა: "ოცნება" – 46,8%, ენმ –27,1%, გახარიას პარტია 8,7%

"იმედის" დაკვეთით ჩატარებული GORBI-ს კვლევა: "ოცნება" – 46,8%, ენმ –27,1%, გახარიას პარტია 8,7%

10/08/2021 17:47:58 პოლიტიკა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 8,7%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • “ლელო“ – 3.4 %
  • „ევროპული საქართველო“ – 3.3 %
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- 3 %
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.8 %

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით - პლუს-მინუს 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S