Accentnews.ge
კალაძე განმარტავს, როდიდან გაიზრდება დედაქალაქის მერიაში ხელფასები

კალაძე განმარტავს, როდიდან გაიზრდება დედაქალაქის მერიაში ხელფასები

11/08/2021 08:44:40 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება.

მისი თქმით, არსებული განაკვეთებით, რომელიც წლებია არ შეცვლილა, სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებულმა პანდემიამ შეცვალა ჩვენი გეგმები. ასევე შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა, თუმცა, პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები. იმის გათვალისწინებით, რომ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მომავალი წლიდან, როგორც ეს ჩვენ პრემიერის განცხადებიდან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით, კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს:

„ჩვენ გვაქვს პრობლემები, როდესაც ხშირად კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გაედინება, რადგან ხელფასები კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს დავუახლოვოთ. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაიწყონ მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ჩვენ იანვრიდან უკვე შევძლოთ ხელფასების მატება მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S