12-08-2021 14:04:05 საზოგადოება
NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
რესპონდენტთა 23% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19%–ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.
კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51% აცხადებს, რომ მისი აზრით, არ არის. 35 % აცხადებს, რომ არის, 13-მა %მა კი არ იცის.
NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.