ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება
12/08/2021 17:59:39 პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება. კობერიძის კანდიდატურა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" პრაიმერისში გამოვლინდა. მან 72.%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მისი მეტოქე პარტიის კიდევ ერთი წევრი იმედა კლდიაშვილი იყო.
პარტიის წევრებს მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა დღეს, 12 ოქტომბრის 09:45 საათიდან 19:45 საათამდე ელექტრონულად შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლება" ოპოზიციის ნაწილთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. შეთანხმების მონაწილე პარტიები არიან" ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", ელენე ხოშტარიას "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება". ამ შეთანხმების თანახმად, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ელენე ხოშტარია, ხოლო "გირჩი" ვიცე-მერის კანდიდატურას წარადგენდა. აღნიშნული პარტიები ასევე თბილისის მაჟორიტარული ოლქების კანდიდატებზეც შეთანხმდებიან.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


