ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა - სია
17/08/2021 09:13:16 პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები დასახელდნენ "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან", "ევროპული საქართველოდან" და "დროადან".
შეგახსენებთ, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების საფუძველზე ენმ-მ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაასახელა.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" მხრიდან კანდიდატები დასახელდა თბილისის 4 მაჟორიტარულ ოლქში:
- მთაწმინდა - თენგო კირთაძე;
- საბურთალო - ბორის ყურუა;
- დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი;
- ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი;
თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი - ცოტნე კობერიძე.
"ევროპული საქართველოს" კანდიდატები იქნებიან:
- ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი;
- ისანი - ბესო დონაძე;
- სამგორი - დავით ჟღენტი.
"დროას" მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
- ვაკე - ბათუ ქუთელია;
- კრწანისი - თამაზ ახობაძე;
- გლდანი - ელენე ხოშტარია.
ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე მერობის ცოტნე კობერიძეა.


