Accentnews.ge
"ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი"

"ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი"

18/08/2021 11:52:06 პოლიტიკა

მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის, ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი:

„აქ, სოფელ ჭვანში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10-მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700-მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S