ავღანეთში დარჩენილი ყველა ქართველი ქაბულის აეროპორტშია და ელოდებიან გამოფრენას
20/08/2021 08:00:39 პოლიტიკა
ავღანეთში დარჩენილი საქართველოს ყველა მოქალაქე ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტშია და ელოდებიან გამოფრენას.
ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"ყველა გადაყვანილია აეროპორტში. ისინი არიან უსაფრთხოდ და ელოდებიან გამოფრენას", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ქაბულში მყოფი 22 ქართველიდან ამ დროისთვის სამშობლოში 6 პირის დაბრუნება მოხერხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოყვანილი მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ. ისინი სამშობლოში უნგრული ბორტით ჩამოვიდნენ.
საგარეო უწყების ცნობით, სხვა მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს.


