ხვთისიაშვილი: "საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან დუბაიში გაფრინდება, თვითმფრინავში ჩასხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს"
20/08/2021 09:40:39 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ავღანეთში დარჩენილი 16 ქართველი ქვეყანას დღეს დატოვებს.
მისი თქმით, საქართველოს 16 მოქალაქე დღეს ჯერ დუბაიში, იქიდან კი სამშობლოში გამოფრინდება.
„16 ქართველი იყო დარჩენილი ქაბულში. დღეს, დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა სამხედრო ბაზაზე, აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე. შესაბამისად, ახლა მიდის პროცესი, ისინი სხდებიან თვითმფრინავში. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა და ისინი გაფრინდებიან დუბაიში. სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.


