ზელენსკიმ ღარიბაშვილი პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
23/08/2021 14:13:15 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვის პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


