"ლელო"–დან თბილისის მერობისთვის ანა ბიბილაშვილი იბრძოლებს
23/08/2021 17:28:11 პოლიტიკა
„ლელო“-ს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი დაასახელა.
„გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, ქალი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში, ლისაბონში. ანა, რომლსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის, ჩემი და ჩვენი თანამებრძოლი, არის დამფუძნებული „ლელო“-სი და არის იმისკენ მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის საკრებულოში პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი, „ლელო“-ს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იქნება. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ჯაფარიძე იბრძოლებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


