Accentnews.ge
გოგა გულორდავა:"ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა და განვითარებაა"

გოგა გულორდავა:"ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა და განვითარებაა"

24/08/2021 08:05:01 პოლიტიკა

წალენჯიხის მეორიბის კანდიდატის გოგა გულორდავას განცხადებით,"მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა და განვითარებაა".

ამის შესახებ მან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

,,დღეს, მუჟავასა და ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა უბილავასთან ერთად ადგილობრივებს შევხვდი.

მოსახლეობასთან განვიხილეთ აქტუალური საკითხები, მოქალაქეებმა ღიად ისაუბრეს იმ საჭიროებებზე, რაც მათ სოფელს აწუხებს. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და დავსახეთ პრიორიტეტები რომლებსაც, სამომავლოდ განვახორციელებთ.

ყურადღება გავამახვილეთ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტიც ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა და განვითარებაა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდში მუჟავასა და ჭალეში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება" - განაცხადა გულორდავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S