Accentnews.ge
"შარლ მიშელს ვუთხარით, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი შესრულებულია"

"შარლ მიშელს ვუთხარით, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი შესრულებულია"

24/08/2021 08:54:54 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიევში არაფორმალურ გარემოში შეხვდა, რომელზეც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი შესრულებულია.

"გუშინ პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, არაფორმალურ ვითარებაში ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ჰქონდა. საუბარი იმ შეთანხმებაზეც იყო, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც 19 აპრილის შეთანხმებით არის საუბარი. იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და ასევე, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც, რადგან რეფორმების მიმდინარეობა და მისი შესრულება არის პროცესი, ამ პროცესს ჩვენ თანმიმდევრულად მივუყვებით მომავალშიც და ყველა ის მიმართულება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მითითებული, იქნება საბოლოოდ შესრულებული. შეთანხმება რატომ არის ანულირებული ამაზე არაერთხელ იყო გაცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. შეთანხმება მაშინ ითვლება შეთანხმებად, როცა მისი ყველა ხელმომწერი ასრულებს შეთანხმებას და არგუმენტი, რომელიც ვიხილეთ და საზოგადოებას განემარტა, არის ის, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე საერთოდ არ შეუერთდა მას,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S