Accentnews.ge
"უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებაზე"

"უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებაზე"

24/08/2021 09:02:52 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდევითარებიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, ეს საკითხი, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია:

"ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი. ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვის უნდა და ვის არ უნდა არჩევნები. ფაქტია, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის და თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, წინ ვერ წავალთ".

არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა სახალხო დამცველიც.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი. დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4777 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S